პარკირების წესების დარღვევისათვის ჯარიმას ყველა მუნიციპალიტეტი აწესებს

მარტი 02 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

პარკირების წესების დარღვევის შემთხვევებზე ადმინისტრაციული ჯარიმა ყველა მუნიციპალიტეტზე გავრცელდება.

კანონპროექტის მიხედვით, ავტოსტრანსპორტო საშუალებების პარკირებისათვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე პარკირების ადგილას დგომა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ მუნიციპალიტეტს საფასური დადგენილი არა აქვს), გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

ამასთანავე, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილას 12 საათზე მეტი დროით დგას, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გადაიყვანს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს.

ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები, ჯარიმასთან ერთად, დამრღვევ მძღოლს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს დაეკისრება.

Read 1014 times Last modified on Last modified on მარტი 02 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი