მეჯვრისხევსა და ნაწრეტში სარწყავი არხის გასაწმენდად ტენდერი გამოცხადდა

ივნისი 01 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში სარწყავი არხის კალაპოტისა და სოფელ ნაწრეტში ხევის ამოწმენდის სამუშაოებისთვის გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 60 კალენდარულ დღის ვადაში უნდა შეასრულოს, რისთვისაც მერიას 111`369 აქვს გათვალისწინებული. 
მეჯვრისხევში სარწყავი არხის კალაპოტის გაწმენდისთვის შემდეგი სამუშაოები ჩატარდება: 

  • ექსკავატორის მისადგომად, არსებულ ჭალაში ხეების მოჭრა და დასაწყობება დამკვეთის მიერ მითითებულ ადგილას;
  • 1,0 -იანი ექსკავატორით მდინარის კალაპოტის ამოწმენდა და დატვირთვა ავტოთვითმცლელზე;
  • კალაპოტში გვერდების ჩასწორება და დამუშავება ხელით;
  • ამოწმენდილი გრუნტის გატანა საშუალოდ 2 კილომეტრზე.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წინადადების მიღება 10 ივნისს დასრულდება. 

Read 403 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი