გორის თეატრი საინფორმაციო დაფებისა და აფიშების განსათავსებლად ფართის გამოყოფას ითხოვს

მაისი 31 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი გორის მერიას განცხადებით მიმართავს, რომლის მიხედვით, ის საჯარო ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვს, ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე აფიშებისა და საინფორმაციო დაფების განსათავსებლად.

გორის თეატრს სურვილი აქვს, რომ ჭავჭავაძის ქუჩაზე, ჭალის დასახლებაში (მე 6 კვარტალი), მშვიდობის, სუხიშვილის ქუჩაზე, ცხინვალის გზატკეცილზე 4-4 კვ. მეტრის ფართობი გადაეცეს, სადაც თეატრში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას განათავსებს.

მერიასა და საკრებულოს აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერა, მიზანშეწონილად მიაჩნიათ, რადგან მითითებული ტერიტორები რაიმე დამატებითი დანიშნულებით არ გამოიყენება, მისი იჯარით გადაცემა კი ბიუჯეტს გარკვეული ოდენობის თანხით შეავსებს.

შესაბამის დოკუმენტში, რომელსაც დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ, წერია, რომ საწყისი საპრივატიზებო ფასი თითოეულ მიწის ფართობზე 164 ლარით არის განსაზღვრული, საწყისი წლიური საიჯარო ქირა - 600 ლარს, ხოლო თვიური საიჯარო ქირა -  50 ლარს შეადგენს.

Read 514 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი