Back to Top
პარასკევი, 31 მაისი 2019 13:06

ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, "ახალბაღის" ატრაქციონების 6 000 ბილეთი საბავშვო ბაღებს გადაეცა

Rate this item
(0 votes)

1 ივნისს საბავშვო ბაღის აღსაზრდელები "ახალბაღის" ტერიტორიაზე არსებული ატრაქციონებით უფასოდ ისარგებლებენ.

6000 ბილეთი სწორედ გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებზე გადნაწილდა აღსაზრდელების რაოდენობიდან გამომდინარე, - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" მერის მოადგილემ მიაწოდა.

ეკატერინე სუხიშვილის განმარტებით, ატრაქციონებით უფასოდ სარგებლობის საშუალება ხვალ ახალბაღში საბავშვო ბაღის ყველა აღსაზრდელს ექნება.

"6000 ბილეთი მერიამ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს გადასცა, რომელიც აბსოლუტურად ყველა ბაღს გადაუნაწილებს. ყველას შეხვდება ეს ბილეთი, რადგან ზუსტად 6000 აღსაზრდელია რეგისტრირებული გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში. ამ ბილეთის საფუძველზე მათ ხვალ, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ატრაქციონებით სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ", - უთხრა რადიო "მოზაიკას" ეკა სუხიშვილმა.

Read 1404 times