ხუბულური მაჩალიკაშვილის საქმეზე: რა კომისია უნდა შევქმნათ, ცირკი მოვაწყოთ პარლამენტში?

მაისი 30 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის თემის მაჟორიტარი დეპუტატი თენგიზ ხუბულური, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის შექმნის წინააღმდეგია.

ის ამბობს, რომ კენჭისყრის დროს დარბაზიდან გამოსული იყო, თუმცა რადიო "მოზაიკასთან" საუბრისას საკუთარ პოზიციას მაინც აფიქსირებს. მისი აზრით, საპარლამენტო კომისიამ სარალიძის საქმეზეც ვერანაირი შედეგი ვერ მოიტანა და ვერც ამ შემთხვევაში იქნებოდა ეფექტური საპარლამენტო კომისია ამ საქმეზე.

"გამოსული ვიყავი კენჭის ყრის დროს. სულ ერთ ადგილზე ხომ არ ვიქნები პარლამენტში. გამოძიება მიდის ამ საკითხზე, განცხადებაც არაერთხელ გაკეთდა. წინააღმდეგი ვარ იმიტომ, რომ სარალიძის საქმეზეც შეიქმნა კომისია და რა გადაწყვეტილება მიიღო? ფაქტიურად ვერაფერი ვერ გააკეთა. გამოძიება და სასამართლო პროცესები არ დასრულებულა. გამოდიან, პოლიტიკურ მიმართულებას აძლევენ და შედეგი არ არის. ჩვენ თუ გვინდა სანახაობა და ცირკი მოვაწყოთ პარლამენტში, ეს არ ვიცი", - ამბობს თენგიზ ხუბულური.

საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა ესაჭიროებოდა, თუმცა დადგენილების პროექტს მხოლოდ პარლამენტის 30-მა წევრმა დაუჭირა მხარი. მხარდამჭერთა შორის უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატია. მმართველი პარტიის წევრთა დიდმა ნაწილმა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა

Read 360 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი