გორის "დილას" ფეხბურთელები ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს

მაისი 30 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები საბერძნეთს, და სლოვენიას დაუპირისპირდება.

ამ მატჩებისთვის, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გია ცეცაძემ გორის „დილას“ სამი ფეხბურთელი გამოიძახა: მეკარე ლუკა გუგეშაშვილი, ნახევარმცველი გიორგი კუცია და თავდამსხმელი ნუგზარ სპანდერაშვილი.

„მიხარია, რომ ჩემი ქვეყნის ღირსებას ვიცავ, ამაზე დიდი ბედნიერება ფეხბურთელისთვის არ არსებობს. ნაკრებში თამაში უდიდესი პასუხისმგებლობაა და შევეცდები, ეს ნდობა გავამართლო“, – ამბობს კუცია.

ნუგზარ სპანდერაშვილის თქმით, ნაკრებში თამაში არის თითოეული ფეხბურთელისთვის უპირველესი ღირებულება.

„როდესაც მისი ინტერესის სფეროში კიდევ ერთხელ ექცევი, ეს ნებისმიერი ფეხბურთელისთვის სასიამოვნო მომენტია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მწვრთნელისა და გულშემატკივრის ნდობა გავამართლო“, – განაცხადა სპანდერაშვილმა.

Read 422 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი