ქერეში მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლების წარმოადგენლებს დაუპირისპირდა

მაისი 29 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში მოსახლეობის ნაწილის გაღიზიანება დასეტყვილი ფართობების აღწერის პროცესმა გამოიწვია.

ამის შესახებ რადიო "მოაზიკას" მერის წარმომადგენელმა მერეთის თემში რუსუდან კილაძემ აცნობა. მისი განმარტებით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ადგილობრივებისთვის სპეციალური ვაუჩერების გადაცემა, რითიც ისინი ბაღების მორწყვას უფასოდ შეძლებენ.

"ფართობების აღწერა მიმდინარეობს და ადგილობრივებს ეგონათ, რომ ზარალის ანაზღაურების მიზნით ჰექტარზე - 200 ლარი უნდა გადასცემოდათ. რამაც ისინი გააღიზიანა და უკმაყოფილება გამოთქვეს. მოგეხსენებათ ამ შემოთავაზებაზე გუშინ გაჟღერდა ინფორმაცია, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს დახმარება მიუღებელი აღმოჩნდა.

ეგონათ დღეს ამ მიზნით მიმდინარეობდა დაზიანებული ფართობების მონახულება, მაგრამ როდესაც განვუმარტეთ, რომ ვაუჩერებზე იყო საუბარი, სიტუაცია განეიტრალდა. რაღაცით ხომ უნდა დავეხმაროთ ამ ხალხს, ხელისუფლებაა ჩართული.

ჯერ უნდა გავიგოთ რა ფართია დაზიანებული. რა ზარალთან გვაქვს საქმე და დახმარებაზე მერე ვიმსჯელოთ. ამ ეტაპზე მხოლოდ ვაუჩერებზეა საუბარი. უნდა დავურიგოთ, რომ მორწყან ეს თავისი ბაღები და წყლის გადასახადი მელიორაციის სამსახურს აღარ გადაუხადონ." - აღნიშნა რუსუდან კილაძემ.

Read 479 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი