პოლიციელი გარემოვაჭრეს: პოლიციის შეურაცხყოფისთვის უნდა დამეკავებინე

მაისი 29 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, გურამიშვილის ქუჩაზე, გარემოვაჭრეები ადგილებისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ეთნიკური ბოშები ეთნიკურ ქართველებთან შეკამათდნენ. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. 

თვითმხილველების თქმით, ერთ - ერთმა გარემოვაჭრემ პოლიციელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მას შემდეგ, რაც პოლიციელმა მისი დაკავება გადაწყვიტა, გარემოვაჭრე "ცუდად გახდა".

"რომ შეაგინა, პოლიციელმა ამოიღო ტელეფონი და უთხრა, რომ აბა გაიმეორე, რა თქვიო. მერე ვითომ ცუდად გახდა ეს ქალი, შეეშინდა, რომ არ დაეჭირათ. 

ამბობენ, პირადობის მოწმებები არ აქვთ, დოკუმენტები არ გააჩნიათ და ამიტომაც პოლიცია ვერაფერს აკლებს", - გვითხრა ნ.შ. - მ, ერთ - ერთმა გარემოვაჭრემ.

პოლიციელმა, რომელსაც თვითმხილველების თქმით შეურაცხყოფა მიაყენეს, სასწრაფო - დახმარების მანქანაში მყოფ გარემოვაჭრეს უთხრა, რომ "პოლიციის შეურაცხყოფისთვის უნდა დაეჭირა".

"წინააღმდეგობა გაუწიეთ სამართალდამცველს, არ დაემორჩილეთ და შეურაცხყოფა მიაყენეთ. ბორკილები უნდა დამედო თქვენთვის", - თქვა პოლიციელმა. 

Read 632 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი