Back to Top
ოთხშაბათი, 29 მაისი 2019 09:43

გორის სოფელ ნაწრეტში ცოლ - ქმარი სავარაუდოდ გაზის ნამწვით გაიგუდა

Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწრეტში სამართალდამცავები იმყოფებიან.  მოხუცი ცოლ - ქმარი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

მერის წარმომადგენელი სოფელ ნაწრეტში, როინ ადიკაშვილი ამბობს, რომ ცოლ - ქმარი, სავარაუდოდ, გაზის ნაწვით გაიგუდა.

"დღეს დილით გავიგე მომხდარის შესახებ. როგორც ვიცი, საცხოვრებელ სახლში იმ მომენტში მათ გარდა არავინ იმყოფებოდა. ისე კი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ცხოვრობდა ეს ცოლ -ქმარი. დასკვნებისგან, რა თქმა უნდა, თავს შევიკავებ, თუმცა ადგილზე მისვლის შემდეგ რა ინფორმაციაც მექნება, უფრო დეტალეურად მოგახსენებთ" - აღნიშნა როინ ადიკაშვილმა. 

რადიო "მოზაიკა" შავშვების ადმინისტრაციული ერთეულის კიდევ ერთ წარმომადგენელს ესაუბრა. მანანა თვაურის ინფორმაციით, ცოლ-ქმარი სკოლაში მუშაობდა, პედაგოგები იყვნენ და ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარებას ისინი გარდაცვლილები დახვდა. 

"დეტალებს ალბათ ექსპერტიზა დაადგენს, როგორც ვიცი გაზით გაიგუდნენ, ქმარი როგორც მახსოვს 80-წლამდე იყო, ცოლიც დაახლოებით ამ ასაკის. პედაგოგები იყვნენ,  სკოლაში მუშაობდნენ. სოფელ ნაწრეტში გარდაცვლილები საკუთარი საცხოვრებელ სახლში ნახეს", - ამბობს მანანა თვაური. 

Read 1380 times Last modified on ოთხშაბათი, 29 მაისი 2019 10:13