Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 28 მაისი 2019 21:07

მინისტრი: სეტყვის შედეგად დაზარალებულებს 1 ჰა-ზე 200 ლარს გადავცემთ

Rate this item
(0 votes)

სოფლის მეურნეობის მინისტრი გორის მუნიციპალიტეტშეი მცხოვრებ დაზარალებულ ფერმერებს 1 ჰა-ზე 200-ლარიან დახმარებას ჰპირდება. 

ლევან დავითაშვილმა ხელისუფლების მხარდაჭერის შესახებ ინფორმაცია  სეტყვის შედეგად დაზარალებულებთან შეხვედრისას რამდენიმე წუთის წინ გააჟღერა. აღნიშნულმა დაპირებამ დარბაზში შეკრებილი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. მათი თქმით, მიღებული ზარალი გაცილებით მეტია, ვიდრე ხელისუფლების მიერ დასახელებული თანხა. 

სოფლის მეურნეობის მინისტრი დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრას ამ წუთებში მართავს. კულტურის ცენტრში შეკრებილ სხვადასხვა სოფლის მაცხოვრებლებთან გამართულ შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებიან. 

Read 2141 times Last modified on სამშაბათი, 28 მაისი 2019 21:39