Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 28 მაისი 2019 15:18

გრიგოლ ვაშაძე სოფელ ტირძნისში სეტყვით დაზარალებულებს ხვდება

Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში გორის მუნიციპალიტეტში, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე იმყოფება.

ის ადგილობრივებისგან ასეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაციას ისმენს და ვითარებას ადგილზე ეცნობა.

გრიგოლ ვაშაძე სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფას და დაზარალებულ ოჯახებზე კომპენსაციის დარიგებას ითხოვს. 

გამყოფ ხაზთან მდებარე დაზარალებული სოფლების მოსანახულებლად ვაშაძესტან ერთად ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებიან. 

დღეს 17:00 საათზე კი როგორც გუშინდელ შეხვედრაზე დაიგეგმა, სეტყვით დაზარალებულებთან გორის კულტურის ცენტრში სოფლის მეურნეობის მინისტრი მივა და მათთან ერთად პრობლემის გადაჭრის გზებსა და საშუალებებს განიხილავენ.

Read 1125 times