რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობისთვის, გორის მერია წელს 40 000 ლარით მეტს დახარჯავს

მაისი 28 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
 
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობის მიზნით, 2019 წლის ბიუჯეტში 200 ათასი ლარი გაითვალისწინა, რაც შეეხება 2018 წელს, მაშინ 160 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.
საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი, ზაზა ნასყიდაშვილი, აღნიშნული პროგრამის მიზნობრიობას განმარტავს. მისი თქმით, მიზანი გორის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული ძეგლების მოვლა-შენახვის, ისტორიული მნიშვნელობის ტაძრებისა და რელიგიური კერების აღდგენა-რეაბილიტაცია და ახალი რელიგიური კერების მშენებლობის ხელშეწყობაა.
„არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მოგვმართავს - ორმოცდაათიანელები იქნებიან, ევანგელისტები იქნებიან თუ მუსლიმები - ამას არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ უნდა აკმაყოფილებდეს პროგრამის მიზნებს და შეფასების ინდიკატორს. შეფასების ინდიკატორი არის ისტორიული მნიშვნელობის ტაძრებისა და რელიგიური კერების რეაბილიტაცია“, - ამბობს ზაზა ნასყიდაშვილი.
გორის მერიიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გასულ წელს ადგილობრივი ბიუჯეტის მუხლში ,,რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა" გათვალისწინებული თანხიდან 120 000 ლარი მე-19 საუკუნემდე აშენებულ ეკლესია მონასტრების რეაბილიტაციისათვის გაიხარჯა, ხოლო40 000 ლარი ეკლესიების ელექტრო ენერგიით მომარაგებისათვის.
gois meriaaa reeee
გორის მუნიციპალიტეტში სულ 66 საკულტო ნაგებობაა. აქედან ყველაზე მეტი, 52 - მართლმადიდებლურია.
Read 320 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი