Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 01 მარტი 2018 14:38

ოთხბავშვიანი ოჯახი სახელმწიფოსაგან 20 ლარს მიიღებს

Rate this item
(0 votes)

სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი განისაზღვრება, რომლის საშუალებით აღნიშნული კატეგორიის ოჯახები სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

 

კანონპროექტის მიზანი, სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერაა.

 

კანონპროექტის მიხედვით, მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ოთხი ბავშვი ჰყავს, ელექტროენერგიის სუბსიდირების სახით ყოველთვიურად 20 ლარს მიიღებს, ხოლო ხუთი ან მეტ შვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზედამატებით 10-10 ლარს.

 

საქსტატის მონაცემებით 12 369 ოჯახია სადაც ოთხი და მეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს. შესაბამისად, სარგებლის სახით, ჯამური ფინანსური შედეგი წლიურად, დაახლოებით 3 489 000 ლარი იქნება

 

კანონპროექტი, რომლის  ავტორები დიმიტრი ხუნდაძე და აკაკი ზოიძე არიან, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.  

Read 2874 times Last modified on პარასკევი, 09 მარტი 2018 12:50