Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 01 მარტი 2018 12:47

დე ფაქტო სამინისტრო: „საქართველოში ანტიოსური განწყობა პიკს აღწევს“

Rate this item
(0 votes)

ანტიოსურმა განწყობამ, რომელიც ტატუნაშვილის გარდაცვალებას მოჰყვა, რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, - ამის შესახებ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

„მაშინ, როდესაც ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი სიმშვიდის შენარჩუნებისა და სიტუაციის საღად შეფასებისკენ მოუწოდებს, მეორე ნაწილი ურცხვად იყენებს ამ საკმაოდ მგრძნობიარე თემას საქართველოს შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში საკუთარი რეიტინგის ასამაღლებლად“, - ციტირებს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებას სააგენტო „რესი“.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში აგრესიულ რევანშიზმზე მეტყველებს.

საქართველოში კეტავენ გზებს, ღიად ემუქრებიან სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს და აგრძელებენ რუსეთის მისამართით აბსოლუტურად აბსურდული ბრალდებების წაყენებას“, - აცხადებენ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში.

Read 1590 times Last modified on ხუთშაბათი, 01 მარტი 2018 12:50