გორში 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის განაჩენი შესაძლოა დღეს გამოცხადდეს

მაისი 27 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის, ი. ნ. - ის მიმართ განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს.

საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან 9 წლის გოგონას ოჯახის წევრები და ახლობლები.

ცხრა წლის ნ.ბ, რომელსაც ოჯახი 25 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან ეძებდა, იმავე საღამოს მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს. მკვლელობის ბრალდებით 34 წლის ი. ნ.  26 ოქტომბერს დააკავეს.

ი. ნ. - ს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას და ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Read 1088 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი