Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 27 მაისი 2019 11:19

გორის თემის მაჟორიტარი სეტყვისგან დაზარალებულების თაობაზე პრემიერთან შეხვედრას გეგმავს

Rate this item
(0 votes)

გორის თემის მაჟორიტარი დეპუტატის, თენგიზ ხუბულურის განცხადებით, აპირებს საქართველოს პრემიერ - მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას.

ხუბულური ამბობს, რომ სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვნად დააზიანა ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები და მოსახლეობას დახმარება სჭირდება.

"საკმაოდ მძიმე ვითარებაა გორის მუნიციპალიტეტში. ზოგიერთ სოფელში მთლიანადაა განადგურებული მოსავალი. მოსახლეობა ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშე დარჩა. საქმის კურსშია სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ვცდილობ, შევხვდე პრემიერ - მინისტრსაც, რათა შეძლებისდაგავრად დავეხმაროთ ამ ხალხს", - განაცხადა ხუბულურმა.

Read 704 times Last modified on ორშაბათი, 27 მაისი 2019 12:09