Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 24 მაისი 2019 13:55

სცემეს თუ არა გარეჯვრის სკოლაში მოსწავლეები - ფაქტის მოკვლევა დაიწყო

Rate this item
(0 votes)
მასწავლებლის მიერ 4 მოსწავლის შესაძლო ჯოხით ცემის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.
გარეჯვრის საჯარო სკოლის მასწავლებელმა 4 მოსწავლე ჯოხით სცემა, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ანონიმურად ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს.
გარეჯვრის საჯარო სკოლის დირექტორი, მიხეილ ბიბილაშვილი აღნიშნულ ფაქტს არც ადასტურებს და არც უარყოფს:
„არც ვადასტურებ და არც უარვყოფ, ჯერჯერობით ფაქტის მოკვლევა მიმდინარეობს“, - ამბობს სკოლის დირექტო.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, სკოლის დირექტორმა აღნიშნული ფაქტის შესახებ, დისციპლინურ კომიტეტს აცნობა.
„გუშინ გავიგე სხვა წყაროსგან ეს ამბავი, დისციპლინურ კომიტეტს გადასცა დირექტორმა და თუ ეს ფაქტი დადასტურდა, მასწავლებელი სკოლიდან გათავისუფლდება“, - ამბობს ტერმაკოზაშვილი.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის ლექსო მერებაშვილის თქმით, აღნიშნული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სკოლა, ისევე როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ვალდებულია სამართალდამდავ ორგანოებს აცნობოს.
„შემთხვევის სიმძიმიდან გამომდინარე, ფაქტის გარშემო შესაძლოა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. სკოლა, ისევე როგორც რესურსცენტრი ვალდებულია სამართალდამცავ ორგანოებს აცნობოს ამ ფაქტის შესახებ“, - ამბობს მერებაშვილი.
საქართველოს ზოგადი განათლების კანონის მიხედვით, დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
Read 1665 times Last modified on პარასკევი, 24 მაისი 2019 14:05