ატენის ხეობაში სამუშაოების დასრულების ვადა მესამედ გადასწიეს

მაისი 23 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ხიდისთავი - ატენი - ბოშურის გზაზე სამუშაოების დასრულება ამჯერად ივლისამდე გადაიდო.

ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადა. ხუბულური ვარაუდობს, რომ გზის რეაბილიტაცია ორი თვის ვადაში ვერ მოხერხდება

"ატენი- ბოშურის მიმართულებით მიმდინარე საგზაო სამუშაოები ადგილზე დავათვალიერე, რომელიც გასულ წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ დღემდე არ დასრულებულა. კომპანიას ორჯერ გაუგრძელდა სამუშაოების დასრულების ვადა. როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, ივლისის ბოლოს დასრულდება გზის მშენებლობა. ვერ გეტყვით მოესწრება თუ არა ამ ვადაში მისი დასრულება. გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესაც ვესაუბრე, ავუხსენი ამჟამინდელი მდგომარეობა და როგორც მითხრეს, ორშაბათისთვის უწყების წარმომადგენლებიც მივლენ ადგილზე და გადაწყდება ალბათ ვადებთან დაკავშირებული საკითხები უფრო კონკრეტულად. იმიტომ, რომ 2 წელია დანგრეულია გზა და დაიტანჯა ადგილობრივი მოსახლეობა", - აღნიშნა თენგიზ ხუბულურმა.

ამავე თემაზე: ატენის ხეობაში გზის რეაბილიტაციის დასრულება მომავალ წლამდე გადაიდო

აღნიშნული გზის მონაკვეთზე სამუშაოები 2017 წლის 22 მაისს დაიწყო, ხოლო დასრულების ვადად 2018 წლის 22 მაისი განისაზღვრა, თუმცა აღნიშნულ ვადაში პროექტის დასრულება ვერ მოხერხდა და სამუშაოების დასრულებამ 2018 წლის 22 ოქტომბრამდე გადაიწია. დღეს უკვე ცნობილი ხდება, რომ სამუშაოების დასრულება უკვე მესამედ ივლისისთვის გადაიდო.

Read 511 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი