გორში სასტარტო პისტოლეტის ქურდობის ფაქტზე 16 წლის მოზარდი ამხილეს

მაისი 22 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა - მხილებული არასრულწლოვანია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გორში მომხდარი ძარცვის ფაქტზე 2003 წელს დაბადებული გ.დ. ამხილეს.

შსს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან არასრულწლოვანმა მაღაზიიდან სასტარტო პისტოლეტი და 10 ვაზნა მოიპარა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მხილებულის საცხოვრებელი სახლიდან უკანონოდ მოპოვებული იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. მხილებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

Read 542 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი