გორის მერია პიარ - სამსახურებში დასაქმებულთა ხელფასებისთვის 150 ათას ლარს ხარჯავს

მაისი 22 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში პიარის მიმართულებით 6 ადამიანი მუშაობს.

აქედან ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია, რომლის თვიური სარგო 1200 ლარია, ხოლო 4 მესამე რანგის პირველ კატეგორიას წარმოადგენს 900 ლარ იანი ხელფასით. პიარსამსახურის მე-6 თანამშრომელი კი მესამე რანგის მეორე კატეგორიის წარმომადგენელია, მისი ხელფასი თეში 800 ლარს შეადგენს. საერთო ჯამში გორის მერია პიარ სამსახურში დასაქმებულ 6 პირზე ხელფასის სახით თვეში 5600 ლარს გასცემს, წელიწადში კი 67 200 ლარს .

აღნიშნული მიმართულებით კადრები დასაქმებულები ჰყავთ ა(ა)იპ - ებშიც, გორის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული 10 ორგანიზაციიდან ნ საზოგადოებასთან ურთიერთობის და პიარის სპეციალისტი 8 ა(ა) - იპ ში ჰყავთ გაფორმებული, კერძოდ:

-კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო - 4 თანამშრომელი (1თანამშრომელი - 600
ლარი; 3 - 350 ლარი).

-სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო - ( 1 თანამშრომელი - 900ლარი).

-საფეხბურთო კლუბი ,,გორი" (1თანამშრომელი - 440 ლარი).

-სკოლამდელი აღზრდის სააგენტო - (2 თანამშრომელი - 700 და 625 ლარი).

-კეთილმოწყობის სააგენტო - (2 თანამშრომელი - 500 და 300ლარი).

- სტრატეგიული განვითარების სააგენტო (1თანამშრომელი - 600ლარი).

-სასმელი წყლის სისტემების,წყალარინების, მელიორაციის, ჭაბურღილებისა და სატუმბი სადგური
(1 თანამშრომელი - 500ლარი).

-საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (2 თანამშრომელი - 340;340ლარი).

მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ა(ა)იპ ების პიარისთვის დასაქმებული კადრების ხელფასებში თვეში 6 915 , წელიწადში კი 82 980 ლარი იხარჯება.

აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე გამოდის, რომ გორის მერია პიარისთვის დასაქმებულთა ხელფასებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან თვეში 13 415 ლარს, წელიწადში 150 180 ლარს ხარჯავს.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს

Read 308 times Last modified on Last modified on მაისი 22 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი