ნარჩენების მართვა - ევროპული სტანდარტი და ვითარება გორში

თებერვალი 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ხატია მუმლაძე

მიმდინარე წელს ყველა მუნიციპალიტეტმა ნარჩენების მართვის გეგმა უნდა მოამზადოს. დოკუმენტი ევროკავშირის სტანდარდებს უნდა შეესაბამებოდეს. სტანდარტის მიხედვით კი, 2020 წლისათვის საქართველოში ნარჩენების დახარისხება და გადამუშავება უნდა მოხდეს.

შესაბამისი კანონი ხელისუფლებამ მომავალ წელს უნდა მიიღოს. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტი ევროპული სტანდარტების დანერგვისთვის მზად არის. 

ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავებას 2013 წელს  გორის "დემოკრატიის სკოლის" კურსდამთავრებულები ლობირებდნენ. პროექტის ერთ-ერთი ავტორი ბადრი ციქუბაძე  ამბობს, რომ ნარჩენების მართვის კუთხით, მერიამ პირველ რიგში, სტიქიური ნაგავსაყრელები უნდა მოაწესრიგოს. მას მაგალითად გორში, მდინარე მეჯუდას გარშემო არსებული ვითარება მოჰყავს. 

გორის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ყველა რესურსს იყენებს მუნიციპალიტეტის დასასუფთავებლად. გივი კობახიძე განმარტავს, რომ ნაგვის ცალ-ცალკე ურნებში დახარისხებას ჯერჯერობით არ გეგმავენ. 

 

დასუფთავების სამსახურს ნარჩენები გორის ქუჩებიდან ყოველდღიურად გააქვს. თუმცა სოფლებში ეს საკითხი ამ დრომდე მოუწესრიგებელია. შესაბამისად, ძნელი განსასაზღვრია, თუ რამდენად დააკმააყოფილებს ევროპულ სტანდარტებს მომავალი წლიდან გორის მუნიციპალიტეტი. 

ფაქტია ისიც, რომ კვერნაკის დასახლებასთან არსებულ პოლიგონზე ვითარება მიმდებარედ მცხოვრებ მოქალაქეებს აწუხებთ. 

მუნიციპალური ნაგავსაყრელების მოვლა და მართვა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის პასუხისმგებლობაში შედის.  ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება, არსებული ნაგავსაყრელების დახურვასა და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად  მოწყობას გულისხმობს. ნარჩენების დახარისხება და გადამუშავებაც ერთ-ერთი ვალდებულებაა. 

 

 მიმდინარე წელს ყველა მუნიციპალიტეტს ნარჩენების მართვის  გეგმა მზად უნდა ჰქონდეს. დოკუმენტი ევროკავშირის სტანდარდებთან შესაბამისობას ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, 2020 წლისათვის საქართველოში ნარჩენების დახარისხება და გადამუშავება უნდა მოხდეს. შესაბამისი კანონი ხელისუფლებამ მომავალ წელს უნდა მიიღოს. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტი ევროპული სტანდარტების დანერგვას მომზადებული ხვდება. 

 

ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავებას 2013 წელს  გორის დემოკრატიის სოკლის კურსდამთავრებულები ლობირებდნენ. პროექტის ერტ-ერთი ავტორი ბადრი ციქუბაძე  ამბობს, რომ ნარჩენების მართვის კუთხით გორის მუნიციპალიტეტის მერიამ დამატებით სტიუქიურ ნაგავსაყრელებზე უნდა იმუშოს, რომლის მაგალითადაც, გორში, მდინარე მეჯუდას გარშემო არსებული ვითარება მოჰყავს.

 

გორის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი  თვლის რომ გორში დასუფთავების კუთხით არსებული რესურსების გამოყენება მაქსიმალურად ხდება. გივი კობახიძე განმარტავს, რომ ნაგვის ცალ-ცალკე ურნებში  დახარისხება გორში ჯერჯერობით  გათვალისწინებული არ არის.

 

 ნარჩენების გატანა გორის ქუჩებიდან ყოველკვირეულად ხდება. თუმცა სოფლად მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს ეს საკითხი ჯერ ისევ აწუხებს. რამდენად დააკმააყოფილებს ევროპულ სტანდარტებს მომავალი წლიდან გორის მუნიციპალიტეტი ჯერჯერობით ძნელი განსასაზღვრია, თუმცა ფაქტია, რომ კვერნაკის დასახლებასთან არსებულ პოლიგონზე  ვითარება ახლოს მდებარე ქუჩებში მაცხოვრებლებისთვის შემაწუხებელი ხდება.

 

მუნიციპალური ნაგავსაყრელების მოვლა და მართვა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის პასუხისმგებლობაში შედისევროკავშირის სტანდარტებთან ეტაპობრივად დაახლოება, არსებული ნაგავსაყრელების დახურვასა და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად  მოწყობას გულისხმობს,  რომლის მიხედვით ნარჩენების დახარისხება დაგადამუშავება უნდა მოხდეს.

 

Read 2131 times Last modified on Last modified on თებერვალი 28 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი