გორის მერია სოფლებში სკვერებსა და საბავშვო ბაღის ეზოებს მოაწყობს

მაისი 22 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლებში სკვერების, საბავშვო ბაღებისა და მინი მოედნების მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. 

სოფლებში სპორტული მოედნები და დასასვენებელი ტერიტორიები “სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში მოეწყობა, რისთვისაც მერიას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 145`560.00 ლარი აქვს გათვალისწინებული. 

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ აღნიშნული სამუშაოები ორი თვის ვადაში უნდა შეასრულოს. 

რადიო “მოზაიკა“ გთავაზობთ იმ სოფლების ჩამონათვალს , სადაც სკვერების, საბავშო ბაღების ეზოებისა და მინი მოედნების მოწყობა იგეგმება: 

  • ჯარიაშენში საბავშვო ატრაქციონის, ტრენაჟორებისა და ფანჩატურის მოწყობა. 
  • ახრისში ატრაქციონებისა და ფანჩატურის მოწყობა. 
  • კარალეთში ატრაქციონებისა და სკამების მოწყობა. 
  • უფლისციხეში ატრაქციონებისა და ფანჩატურის მოწყობა. 
  • ნაწრეტში ტრენაჟორების მოწყობა. 
  • ქვემო და ზემო ნიქოზში სკვერების მოწყობა. 
  • პატარა ხურვალეთში ატრაქციონების მოწყობა. 
  • სვენეთში ატრაქციონების მოწყობა. 
  • შეთულში ფანჩატურისა და საბავშვო ატრაქციონების მოწყობა. 
  • სვენეთში მინი მოედნის მოწყობა.
Read 383 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი