გორელ მოზარდებს საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში იწვევენ

მაისი 22 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მიმდინარე წლის ივლისში, 8 დან 16 წლამდე ასაკის მოზარდებს სურამში დაგეგმილ საერთაშორისო ბანაკში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ.

ღონისძიების ორგანიზატორი გორში დაფუძნებული - ენების ინოვაციური აკადემიაა.

სურამში, ინგლისურენოვან ბანაკში მონაწილეებს საზღვარგარეთიდან ჩამოსული ტრენერები შეხვდებიან. ადგილობრივებთან ერთად მონაწილეთა შორის უცხოელი ბავშვებიც იქნებიან. ორგანიზატორთა ინფორმაციით, წარმატებული მოსწავლეები საერთაშორისო პროექტებსა და ტელე-ხიდებში ჩაერთვებიან.

"დღის წესრიგით სწავლებასთან ერთად სხვადასხვა აქტივობაა გათვალისწინებული, მათ შორის, ვარჯიში, აკვა - აერობიკა, ჯგუფებს შორის სპორტული შეჯიბრება.

17:15_18:15 - ჯგუფის დრო, ვირტუალური მოგზაურობა სხვადახვა ქვეყანაში, ინტელექტუალური ვიქტორინა და ა.შ. ვფიქრობთ ბანაკში გატარებული დღეები მოსწავლეებისთვის უნიკალური და დაუვიწყარი იქნება"-ამბობს აკადემიის დამფუძნებელი და ბანაკის ორგანიზატორი ნინო ღარიბაშვილი.

ბანაკში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა ენების ინოვაციური აკადემიის ფეისბუკის გვერდიდან შეუძლიათ.

Read 701 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი