იუსტიციის სამინისტრო 26 მაისს გორში 10- მდე ღონისძიებას გამართავს

მაისი 19 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

იუსტიციის სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს გორში გამართავს.

უწყების ორგანიზებით, მოეწყობა ვიზალიბერალიზაციის პავილიონი, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ გაიარონ „საპასპორტო კონტროლი“, „ჩასხდნენ თვითმფრინავში“, „დაელოდონ ბარგს“, თავად შეარჩიონ მოგზაურობისთვის სასურველი ქალაქი ევროპის რუკაზე; ისარგებლონ მემოგრამით და „გადაიღონ“ ფოტო ქალაქის ფონზე (მაგ.: პარიზი, რომი, პრაღა და სხვა).

ასევე,  მოედანზე განთავსებული საინფორმაციო სტენდების საშუალებით გაიზიარონ ცოდნა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებზე, საინტერესო ფაქტებსა და ქალაქ გორის ღირსშესანიშნაობებზე;

გარდა ამისა, ესტუმრონ საუკუნისწინანდელ არტკაფე „მანდილოსანს“ და გაიზიარონ ცოდნა ქალთა უფლებებზე, წარმატებულ ქართველ ქალებზე და ა.შ.

იხილონ ადგილობრივი ხელოვანების, მხატვრების, მოქანდაკეების ნამუშევრები და სურვილის შემთხვევაში შეიძინონ კიდეც;

ესტუმრონ ღია კინოთეატრს და შეარჩიონ სასურველი სეანსი მთელი დღის განმავლობაში; კერძოდ: იხილონ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ აღდგენილი ანიმაციური ფილმები, ეროვნული არქივის მდიდარი საარქივო კინოდოკუმენტები;

დამოუკიდებლობის დღის ყველაზე პატარა მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მთელი დღის განმავლობაში ისარგებლონ ბავშვების გასართობი სივრცითა და მრავალფეროვანი პროგრამით;

გორის მთავარ მოედანზე ასევე მოეწყობა ხელნაკეთი ნივთებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.

Read 443 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი