Back to Top
პარასკევი, 17 მაისი 2019 18:36

ნიქოზის საბავშვო ბაღს ატრაქციონები და ტელევიზორები გადაეცა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის საბავშვო ბაღს, დღეს ახალი ინვენტარი და ორი ტელევიზორი გადასცეს.

ამის შესახებ რადიო მოზაიკას აღსაზრდელის ერთ ერთმა მშობელმა აცნობა.

ნინო მინდიაშვილის განმარტებით, ასოციაცია "თანხმობას" მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა მიიღეს მონაწილეობა და წარდგენილმა განაცხადმა მხარდაჭერა მოიპოვა. დღეს კი უშულალოდ პროექტით გათვალისწინებული ნივთების გადაცემა მოეწყო. საბავშვო ბაღში გამართულ შეხვედრას, ასოციაცია "თანხმობას" წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ გორის მერის მოადგილე ეკა სუხიშვილი და სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი ლია კოვზიაშვილი.

"როდესაც გავიგე, რომ აღნიშნული ორგანიზაცია საგრანტო კონკურსს აცხადებდა, როგორც მშობელმა გამოვთქვი ინიციატივა, საბავშვო ბაღში ატრაქციონებითა და ტელევიზორებით აღჭურვის შესახებ ერთობლივი განაცხადი მოგვემზადებინა. იდეა მოეწონათ სხვა მშობლებსაც დავწერეთ პროექტი და გავიმარჯვეთ კიდეც. დღეიდან ჩვენს საბავშვო ბაღს ორი ტელევიზორი და ეზოს ახალი ატრაქციონები აქვს", - ამბობს ნიქოზში მცხოვრები ნინო მინდიაშვილი.

Read 776 times