გუბერნატორის ახალი მოადგილის ოჯახის შემოსავალმა 42 786 ლარი შეადგინა

მაისი 17 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის გუბერნატორის ახალდანიშნულმა მოადგილემ, ამ თანამდებობაზე ყოფნის პირველი დეკლარაცია გამოაქვეყნა.

ამირან ქრისტესიაშვილი 2008 წლის ომის შემდეგ ერედვიდან დევნილია. ამჟამად, ის ორი უძრავი ქონების მესაკუთრეა - 2011 წელს 24 750$ თბილისში დიდ დიღომში 113კვ.მ ბინა აქვს შეძენილი, 2018 წელს კი მშენებაღე ბინაში ისევ დედაქალაქში 27 000$ გადაიხადა.

უძრავ ქონებას ფლობს მისი მეუღლეც, ეკატერინე ბურდული თბილისში მემკვიდრეობით გადაცემული ბარაკის ტიპის საცხოვრებელი სახლის 25%-იანი წილის მესაკუთრეა. მეუღლის სახელზეა გაფორმებული 2015 წელს 4000$ შეძენილი მსუბუქი ავტომანქანა მიცუბიშ აირტეკი.

რაც შეეხება ოჯახის შემოსავლებს, გასულ წელს ამირან ქრისტესიაშვილს, შსს -ს სამინისტროში მუშაობის პერიოდში 25 702 ლარი აქვს მიღებული, ხოლო მის მეუღლეს 4 800 ლარი ერედვის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების რეაბილიტაციიისა და მომსახურების საააგენტოში ბუღალტრის ხელფასის სახით, ხოლო შპს "ჯორჯიან პოლიგრაფ სერვისის" ოფისმენეჯერის ხელფასი 12 284 ლარის ოდენობით.

დოკუმენტი გასული წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს

შემოსავალთან ერთად, ამირან ქრისტესიაშვილს, გასავალიც უფიქსირდება -13 700$-იანი იპოთეკური სესხიდან გასულ წელს 2 439 ლარი დაფარა, ხოლო 20 000$-იანი სამომხმარებლო სესხიდან - 3 140$ დოლარი გადაიხადა.

საბანკო ანგარიშებზე ნაშთის სახით ამირან ქრისტესიაშვილს 740 ლარი უფიქსირდება. მის მეუღლეს კი ანაბარზე 1 027 ლარი, ყულაბაში 472 ლარი, ხოლო სახელფასო ანგარიშზე 1829 ლარი აქვს.

Read 470 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი