Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 17 მაისი 2019 11:37

ფეხბურთი მშვიდობისთვის - გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში ტურნირი მოეწყობა

Rate this item
(0 votes)

17, 18 , და 19 მაისს, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში და ორგანიზაცია "ფეხბურთი მშვიდობისთვის" გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევში საფეხბურთო მატჩს გამართავს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 12- დან 14 წლამდე ასაკის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი და გამყოფ ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდები.

ფესტივალის მიზანია, უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, სპორტული, საგანმანათლებლო და კულტურული ასპექტების წინ წამოწევა, სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღვივება და ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

ფესტივალის განმავლობაში სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდები, 3 დღის განმავლობაში მიიღებენ მონაწილეობას ამხანაგურ მატჩებში.

ფინალური შეხვედრის შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული, რომელსაც გადაეცემა გარდამავალი თასი და ორგანიზატორებისგან დაწესებულ პრიზები.

Read 641 times