Back to Top
პარასკევი, 17 მაისი 2019 11:34

#მეაქვარ - ლგბტქ+ კამპანიას გორიდანაც შეუერთდნენ

Rate this item
(0 votes)

გორის ქუჩებში გაჩნდა პლაკატები შემდეგი წარწერებით: "ჩვენ ერთად ვმუშაობთ ", "ჩვენ ერთად ვიმგზავრეთ - დამინახე", "მე შენი მეზობელი ვარ - დამინახე", "მე შენი შვილი ვარ - დამინახე" და სხვა.

 #მეაქვარ ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კამპანიაა.

როგორც კამპანიის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, ისინი ეწინააღდეგებიან საზოგადოების პოლარიზებისა და სოციალური ექსკუზიისაკენ მიმართულ პოლიტიკურ დღის წესრიგს და ამის საპირისპიროდ, სურთ კვლევაზე დაფუძნებული ინფორმაციის საშუალებით შეამცირონ ჰომოფობიური განწყობები.

17 მაისი ჰომობოფიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 

Read 919 times Last modified on პარასკევი, 17 მაისი 2019 13:25