ცხინვალი ე.წ. საზღვრის მოწყობას მარტში დაასრულებს

თებერვალი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2018 წლის მარტში საქართველოსთან საზღვრის მოწყობის ცალმხრივი ღონისძიებები დასრულდება, - განაცხადა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის „სასაზღვრო სამსახურის“ ხელმძღვანელმა ვალერი ზოზულიამ სამუშაოს შემაჯამებელ შეხვედრაზე.

„ვიმედოვნებ, რომ აპრილში ან მაისში აქტიურად ვიმუშავებთ რაიონულ ადმინისტრაციებთან, რა თქმა უნდა, სასაზღვრო უწყების ჩართულობით, რათა სასაზღვრო პუნქტები საზღვრიდან 50 მეტრში განლაგდეს“, - აღნიშნა ზოზულიამ.

მისი თქმით, გასულ წელს საკონტროლო პოსტებისთვის გამოიყო მიწის 11 ნაკვეთი.

„2017 წელს სამხრეთ ოსეთის ოთხივე რაიონში სასაზღვრო ზონის შესასვლელებთან 63 ნიშანი გაკეთდა“ , - განაცხადა „სასაზღვრო სამსახურის“ ხელმძღვანელმა და დაამატა, რომ „ბარიერების მშენებლობა 2018 წელსაც გაგრძელდება საქართველოს საზღვართან“.

Read 1298 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი