არბოში მაცხოვრებლები ლომოურის სახლ-მუზეუმში რეაბილიტაციის დაწყებას იოთხოვენ

მაისი 16 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ არბოში ლომოურის მუზეუმის აღდგენის შესახებ მიღებული დაპირების შესრულებას ითხოვენ.

ადგილობრივებმა მოთხოვნა მაშინ გააჟღერეს, როდესაც მუზეუმების დღესთან დაკავშირებით რადიო "მოზაიკა" აღნიშნული ობიექტის მდგომარეობით დაინტერესდა. არბოში ამბობენ, რომ მუზეუმის რეაბილიტაციის შესახებ დაპირება ადგილობრივი ხელისუფლებისგან წლის დასაწყისში მიიღეს, თუმცა ამ დრომდე აქ არანაირი სამუშაოები არ დაწყებულა.

მიმდინარე წლის თებერვალში შიდა ქართლის გუბერნიაში ამბობდნენ, რომ დაგეგმილია სახლ-მუზეუმის კაპიტალური რეაბილიტაცია და ეზოს მოწყობა. ადგილობრივებმა მუზეუმში მდებარე ბიბლიოთეკის აღდგენის პირობაც მიიღეს.

"სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. პროექტირება უკვე დასრულებულია და ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება", -აცხადებდა მხარის გუბერნატორი 3 თვის წინ. თუმცა სამუშაოები რომ ამ დრომდე არ დაწყებულა, ადგილობრივებთან ერთად კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოც ადასტურებს.

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 4 მუზეუმი, მათ შორის ნიკო ლომოურისაც სწორედ აღნიშნული სააგენტოს ბალანსზეა.

"გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მუზეუმებიდან, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე სავალალო მდგომარეობაში არბოში მდებარე ლომოურის სახლ-მუზეუმია. ჩამოშლილია უკანა კედელი, საყდენი კოჭებია ჩაშლილი და ა.შ. ყოველ წამს მოსალოდნელია მისი ჩავარდნა. წლებია, ეს მუზეუმი დაკეტილია და არავინ შედის. გუბერნია დაგვპირდა, რომ წელს მოხდება მისი რეაბილიტაცია", - ამბობს კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ქვათაძე.

რადიო "მოზაიკა" გორის მერიასაც დაუკავშირდა დაგეგმილი სამუშაოების ვადებზე, თუმცა ჯერჯერობით უწყებას ინფორმაცია აღნიშნულზე არ გაუვრცელებია.

Read 349 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი