ტკივილის მართვის პრაქტიკის დანერგვის შესახებ გორელ ექიმებთან შეხვედრა მიმდინარეობს

მაისი 16 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებთან და ონკოლოგებთან ტკივილის მართვის პრაქტიკის დანერგვასთან დაკავშირებით, შეხვედრა მიმდინარეობს.

ორგანიზატორების თქმით, შეხვედრა საინფორმაციო ხასიათისაა და მისი მიზანია ექიმების კვალიფიკაციის გაზრდა ტკივილისა და პალიატიური სიმპტომების მართვის საკითხებში.

"ხშირად ექიმები არიდებენ თავს მძიმე ტკივილგანაყუჩებლების დანიშვნას, ისეთი როგორიცაა მორფინი, პაციენტებმა და მათი ოჯახის წევრებმა არ იციან რისი მოთხოვნა შეუძლიათ, სინამდვილეში დამოკიდებულება არ ვითარდევა ტკივილის სწორად მართვის დროს" - ამბობს პროექტის ხელმძღანელი ნინო მირზიკაშვილი.

შეხვედრის ორგანიზატორია ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევით ცენტრი, რომელიც ფონდი "ღია საზოგადოების" გრანტის ფარგლებში ახორციელებს პროექტს.

Read 285 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი