ლია კოვზიაშვილი: გორის ბაღებში სათამაშოების შესაძენად 50 000 ლარი დავხარჯეთ
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო და სასწავლო ლიტერატურასთან ერთად სათამაშოებიც განაახლა, - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" სააგენტოს ხელმძღვანელმა მიაწოდა.
ლია კოვზიაშვილმა განცხადება იმ მშობლების საპასუხოდ გააკეთა, რომლებმაც სააგენტოს ფეისბუქ გვერდზე საჭირო ლიტერატურის და სათამაშოების შეტანა მოითხოვეს.
სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ბაღებს აქვს საჭირო ლიტერატურა და სათამაშოები.
“პროგრამით გათვალისწინებული ლიტერატურა შეტანილია ბაღებში, ასევე საუკეთესო ხარისხის სათამაშოები, რაშიც 50 000 ლარი დაიხარჯა. მშობელი ,რომელიც ამბობს, რომ სათამაშოები არ არის, როგორც ჩანს არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას“, - ამბობს ლია კოვზიაშვილი