17 მაისს გორის ხელისუფლება ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშვნავს - ბიუჯეტიდან 3 600 ლარი დაიხარჯება

მაისი 13 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

17 მაისს გორის მერია 3 600 ლარს დახარჯავს - ამის შესახებ კულტურის სააგენტოს 141-ე ბრძანებაშია ნათქვამი.

ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად გორში, გიორგი ერისთავის თეატრში კონცერტი გაიმართება.

კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის, ქეთი დვალიშვილის თქმით, 17 მაისს ამ ეტაპზე გორში ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე არ აღინიშნება

“17მაისს აღინიშნება ოჯახის სიწმინდის დღე ,ამ დღესთან დაკავშირებით გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აჩიკო ნიჟარაძე და ნათია პირანიძე. რაც შეეხება ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ამ ეტაპზე მას არ ავღნიშნავთ“, - აღნიშნა ქეთი დვალიშვილმა.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2013 წლის 17 მაისს ძალადობრივმა ჯგუფებმა მშვიდობიანი აქცია დაარბიეს. ამის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს ეს დღე ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.

Read 308 times Last modified on Last modified on მაისი 13 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი