Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 10 მაისი 2019 19:22

საკრებულოს თავმჯდომარე: ინიციატივა სტალინის ქუჩის სახელის ცვლილებაზე მერიიდან უნდა წამოვიდეს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე, სტალინის ქუჩის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს მისი გადასაწყვეტი არ არის.

„ეს მხოლოდ დავით რაზმაძის გადასაწყვეტი საკითხი არ არის. მთელი პროცედურები უკავშირდება ამ ყველაფერს, მერიიდან უნდა წამოვიდეს ინიციატივა და შემდეგ უნდა განიხილოს საკრებულომ. უნდა შემოვიდეს ეს პროექტი დასაბუთებული და ყველანაირად შესწავლილი. პერსონალური აზრი ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ სასურველია, რომ არ დავაფიქსირო“, - ამბობს დავით რაზმაძე.

საინიციატივო ჯგუფ "მაროს" წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა სტალინის გამზირისთვის სახელის გადარქმევა 9 მაისს პერფორმანსით, საკრებულოს შენობის წინ მოითხოვეს.

Read 764 times