Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 10 მაისი 2019 14:32

უფლისციხის მუზეუმ - ნაკრძალი 26 მაისს ვიზიტორებისთვის დაკეტილი იქნება

Rate this item
(0 votes)

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ 26 მაისს, დილიდან 13:00 საათამდე უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალისა და კიდევ რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორია ვიზიტორებისთვის დაკეტილი იქნება.

სააგენტოს ინფორმაციით, დროებითი შეზღუდვა 26 მაისს დაგეგმილ ფიცის დადების ცერემონიას უკავშირდება.

„26 მაისს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი ვიზიტორებისთვის 13:00 საათიდან გაიღება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარის ტერიტორია, ტექნიკურ-საორგანიზაციო საკითხებიდან გამომდინარე, დილიდან სრულად სამხედრო მოსამსახურეთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას დაეთმობა, რომელიც 12:00 საათიდან დაიწყება და ერთ საათს გასტანს“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ცერემონიის დასრულების შემდეგ, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი ვიზიტორების მომსახურებას კვლავ ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.

Read 707 times Last modified on პარასკევი, 10 მაისი 2019 14:38