Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 10 მაისი 2019 11:53

დევნილებისთვის საზაფხულო ბანაკში მონაწილეობისთვის 3 კონკურსი გამოცხადდა

Rate this item
(0 votes)

სამხრეთ ოსეთის დროებითმა ადმინისტრაციამ საზაფხულო ბანაკებში მონაწილეობისთვის 3 კონკურსი გამოაცხადა. 

ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ მე-8 - დან მე -12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს. 

კონკურსში "შრომითი უნარების განვითარების საზაფხულო სკოლა" მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, მე-7, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეებს. 

საზაფხულო ბანაკში კონკურსის “ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა“ მონაწილეობა შეუძლიათ, მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს, რომელთაც 2018-2019 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ინგლისურ ენაში აქვთ შეფასება - 8, 9, ან 10 ქულა.

მესამე კონკურის, ამავე პროგრამის ფარგლებში “დავისვენოთ და ვისწავლოთ“ ერთად იწვევს მე-7, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეებს, რომელთაც 2018-2019 სასწავლო წლის პირველ სემესტრში გეოგრაფიაში აქვთ შეფასება - 8, 9, ან 10 ქულა. 

 

Read 710 times