Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 09 მაისი 2019 19:02

გორელი ფალავანი გენო პეტრიაშვილი მსოფლიო რეიტინგის ლიდერია

Rate this item
(0 votes)

ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW)-ს მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიო რეიტინგს ქართველი მძიმეწონოსანი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი ლიდერობს, რომელმაც 88 ქულით მეორედან პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

მეორე ადგილზე, 77 ქულით, ჩინელი დენგია, მესამე-მეოთხე ადგილებს კი, 50-50 ქულით, რუსეთი ანზორ ხიზრიევი და თურქი ტაჰა აკგული იყოფენ.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ევროპის პრიზიორი ავთო კენჭაძე (74 კგ) 58 ქულით მესამე ადგილზეა,
ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ), ევროპის პირველობის პრიზიორი ნიკა კენჭაძე (79 კგ) და ევროპის ვიცე-ჩემპიონი ბექა ლომთაძე (61 კგ) მეოთხე ადგილებზე არიან.
მსოფლიოს ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) მეხუთე, ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი ირაკლი მწითური (92 კგ) მეშვიდე, ამავე წონაში ევროპის 2-გზის ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი დავით მარსაგიშვილი (92 კგ) მე-11, ევროპის და მსოფლიოს პრიზიორი დავით ხუციშვილი (79 კგ) მე-11 და ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ) მე-15 ადგილზე იმყოფებიან.

Read 1240 times Last modified on ხუთშაბათი, 09 მაისი 2019 19:07