პოლიციის დაუმორჩილებლობისათვის ჯარიმა 4000 ლარამდე იზრდება

თებერვალი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სამართალდამცველის სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ან მის მიმართ განხორციელებულ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე ჯარიმების ოდენობა იზრდება.

ცვლილებების მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციალური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ასევე ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას – 1000 ლარიდან 4000 ლარამდე, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას – 15 დღემდე ვადით.

პროექტით, ზემოთ აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამართალდამრღვევს იარაღის ტარების უფლება სამი წლის ვადით ჩამოერთმევა.

ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საზღვარგარეთის პრაქტიკაა, რომელიც ძირითადად ერთგვაროვანია და სახელმწიფოს წარმომადგენლებისადმი წინააღმდეგობის გაწევისთვის საკმაოდ მაღალი ოდენობის ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გერმანიაში ჯარიმის თანხა 150-დან 2500 ევრომდე მერყეობს, ხოლო უხამსი შეურაცხყოფა შესაძლოა 4000 ევროთი დაჯარიმდეს.

ვაშინგტონში ჯარიმა 1000 დოლარამდე მერყეობს, ხოლო კალიფორნიაში – 2000 აშშ დოლარამდე“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

 დღეს მოქმედი ნორმით, სახელმწიფო მოხელის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობა, ან მის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისთვის დადგენილი სანქცია 250 ლარიდან 2000 ლარამდე ისჯება. 

Read 1206 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი