არასამთავრობო ორგანიზაცია მაკრახიძის კომპანიის მოგებულ ტენდერებში რისკებს ხედავს

მაისი 08 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მაჟორიტარის, იოსებ მაკრახიძის მფლობელობაში არსებული კომპანია შპს „იბოლია“ მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებს.

მიმდინარე წელს მაკრახიძის კომპანიამ მერიასთან 3 ტენდერით 1 844 630 ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა.

სამივე ტენდერში „იბოლია“ ერთადერთი მონაწილე იყო. ერთ - ერთი ბოლო ტენდერი 12 აპრილს შედგა და საქმე ეხება ყიფიანის, შიო მღვიმელის და ბუხაიძის ქუჩების რეაბილიტაციას. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ შექმნილი „ტენდერების მონიტორი“, რომელიც წარმოადგენს გლობალური ანტიკორუფციული მოძრაობის - საერთაშორისო გამჭვირვალობის (Transparency International) - ეროვნულ ბიუროს, აღნიშნულ ტენდერს აფასებს, როგორც სარისკოს.

ერთ-ერთი მიზეზი არის კონკურენციის არ არსებობა და გამოცდილების მოთხოვნა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული მოთხოვნები პირდაპირ ემთხვევა მიმწოდებლის გამოცდილებას. ტენდერების მონიტორი „იბოლიას“ აფასებს, როგორც მიმწოდებელს კონკურენციის გარეშე რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანია ტენდერების 50%-ზე მეტში მხოლოდ თვითონ იყო ერთადერთი მონაწილე და 5 ან 5-ზე მეტი ასეთი ტენდერი აქვს მოგებული.

გორის მაჟორიტარი იოსებ მაკრახიძე შპს „იბოლიას“ 40% წილის მფლობელია. გარდა მაკრახიძისა, კომპანიას კიდევ 7 მეწილე ჰყავს, რომელთა შორის არიან დეპუტატის ოჯახის წევრები.

Read 459 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი