Back to Top
ორშაბათი, 26 თებერვალი 2018 18:33

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ცხინვალმა ცხედარი გადმოგვცეს

Rate this item
(0 votes)

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გაურკვეველ ვითარებაში, გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალმა ქართულ მხარეს გადმოსცეს.

გიორგი აბაშიშვილის თქმით, ასევე მიმდინარეობს მუშაობა ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ისინი ამ დრომდე ახალგორში რჩებიან.

,,აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო უწყება, ყველა დონეზე მუშაობს იმისათვის, რათა დროულად მოხდეს ერთის მხრივ, სამწუხაროდ გარდაცვლილის გადმოსვენება და ასევე ორი დაკავებულის გათავისუფლება. არ არის მარტივი ოკუპანტებთან ურთიერთობა, თუმცა ყველა საჭირო საშუალებას ვიყენებთ იმისთვის, რომ ეს საკითხი დროულად იქნეს გადაწყვეტილი“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

Read 1351 times