Back to Top
ოთხშაბათი, 08 მაისი 2019 11:26

გორის მუნიციპალიტეტმა ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა მიიღო

Rate this item
(0 votes)

ტურიზმის 21-ე საერთაშორისო გამოფენაში “ექსპოჯორჯიაში“ შიდა ქართლის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტმა მიიღო მონაწილეობა. 

გამოფენაზე მისულ დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ გორის, კასპის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ტურისტულ მარშრუტებს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შიდა ქართლის ტურისტული ობიექტების ამსახველი გზამკვლევები, ფოტო სტენდები, კერამიკის ნაკეთობები, თიხაზე მუშაობის მასტერ კლასი, წნულებისგან დამზადებული ნივთები, ხელნაკეთი მუსიკალური საკრავები.

გამოფენას შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი დაესწრო. მისი თქმით, რეგიონების ჩართულობა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს შეუწყობს შიდა ქართლში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციას.

Read 439 times