გორის პოლიციამ ხულიგნობის და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით მამაკაცი დააკავა

მაისი 07 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი წვრილმანი ხულიგნობის და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა.

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, პოლიცია გორის ერთ - ერთ უბანში, ადგილობრივებმა გამოიძახეს. მათი თქმით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამაკაცი მოქალაქეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ კი სიტუაცია სამართალდამცველებსა და ახალგაზრდა მამაკაცს შორის დაიძაბა.

საბოლოოდ, პოლიცის თანამშრომლებმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლების მიხედვით მიმდინარეობს

Read 854 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი