გორში ჟურნალისტ ვასილ ბალახაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

მაისი 06 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"გორის დარბაზებიდან ოლიმპიურ თამაშებზე", - ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც ხვალ გაიმართება.

წიგნის ავტორი სპორტული ჟურნალისტი, ვასილ ბალახაძეა.

წიგნი ეძღვნება სპორტული წარმატებებით ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქის გორის სპორტულ დარბაზებში აღზრდილი სპორტსმენების გამოსვლას ოლიმპიურ თამაშებზე (შოთა ჩოჩიშვილიდან - ლადო ხინჩეგაშვილამდე).

პრეზენტაცია ხვალ გორში, რესტორან "ჟოზეფში" გაიმართება და მას დაესწრებიან ტიტულოვანი გორელი ოლიმპიელები, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელები, საქართველოს პარლამენტის წევრები, შიდა ქართლის რეგიონის და გორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები.

ბალახაძის წიგნი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. 

Read 712 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი