გორში 2 ორგანიზაცია ნარჩენების მართვის გეგმის შესრულებას დააკვირდება

მაისი 06 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" ქართულ მედია ჯგუფთან ერთად ახალ პროექტს, "სუფთა გარემო ნარჩენების გარეშე" განახორციელებს.

ორგანიზაციების წარმომადგენელთა ინფორმაციით, პროექტის მიზანი გორის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის ხარისხის გაუმჯობესებაა.

ორი არასამთავრობო ორგანიზაცია დააკვირდება ნარჩენების მართვის ხუთწლიან გეგმის შესრულებას და ადვოკატირებას გაუწევს გამოვლენილ პრობლემებს.

"აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს გორის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის ხარისხის იდენტიფიცირებას. მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმის მიხედვით, პროექტის საფუძველზე, „ქართლოსი“ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ( GMG ) და მოწვეულ ექსპერტთან ერთად, ჩაატარებენ სამაგიდო, რაოდენობრივ, და თვისობრივ კვლევას და ადვოკატირებას გაუწევენ გამოვლენილ პრობლემებს", - აცხადებს აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელი, ანა ჯებისაშვილი.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ პროექტის ფარგლებში კონრად ადენაუერის ფონდსა და საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრს შორის C-SCRDG გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

Read 338 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი