Print this page

"უკვდავი პოლკი“ გორში 9 მაისს მსვლელობას გამართავს

მაისი 06 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავის აღსანიშნავად, გორში სტალინის სახლ - მუზეუმთან მსვლელობა გაიმართება.

ორგანიზატორი "საქართველოს უკვდავი პოლკია“.

მოძრაობის ლიდერის, რევაზ გოგიძის თქმით, შეკრებილი მოქალაქეები, ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები, სამამულო ომში დაღუპული გმირების ნათესავები სურათების თანხლებით, მშვიდობიან მსვლელობას გამართავენ. ღონისძიება გარდა გორისა, გაიმართება თბილისში, ახალქალაქში, ბათუმსა და ნინოწმინდაში.

ოფიციალურად, "უკვდავი პოლკი" მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნისადმი პატივის მიგებას ისახავს მიზნად. უკვდავი პოლკის იდეა 2011 წელს რუსეთის ქალაქ ტომსკში ჩაისახა. საქართველო მოძრაობას 2017 წლიდან შეუერთდა. 

„უკვდავი პოლკი“ არაკომერციულ და არაპოლიტიკურ მოძრაობად მიიჩნევა, თუმცა, მასში ყოველ წელს მონაწილეობენ რუსი მაღალჩინოსნები, მათ შორის, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. რუსეთთან კავშირს „საქართველოს უკვდავი პოლკის“ ლიდერები უარყოფენ, თუმცა საგულისხმოა ფაქტი, რომ მოძრაობის საერთაშორისო ვებ-გვერდზე ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი ცალკე ქვეყნებად არის მოხსენიებული. 

Read 540 times