გორში მიწათსარგებლობითი კონცეფციის სამუშაო ვერსიის განხილვა მიმდინარეობს

მაისი 01 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში, გორში მიწათსარგებლობითი კონცეფციის სამუშაო ვერსიის განხილვა მიმდინარეობს.

შეხვედრის პირველ ნაწილში სამოქალაქო საზოგადოებას გორის მიწათსარგებლობითი კონცეფცია გააცნეს.

როგორც ცნობილია, გორის მუნიციპალიტეტის მერია 2018 წლის სექტემბრიდან მუშაობს გორის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე. საპროექტო სამუშაოებს ასრულებს ა(ა)იპ სითი ინსტიტუტი საქართველო. საპროექტო გუნდმა შეიმუშავა ქალაქის მიწათსარგებლობითი კონცეფციის სამუშაო ვერსია, რომელსაც საბოლოო სახე მიეცემა საჯარო კონსულტაციების დასრულების შემდეგ.

„გვქონდა საკითხები, რომლის განხილვაც გვინდოდა საზოგადოებასთან ერთად. გვინდოდა, რომ გორელებისთვის გაგვეცნო, რა მიმართულებითაც ვმუშაობთ. ამის შემდეგ, ერთი თვე გვაქვს შეხვედრებისთვის. ვმუშაობთ აქტიურად სხვადასხვა სექტორთან. ამის შემდეგ, უკვე შეიკვრება საბოლოო დოკუმენტი - ეს იქნება უკვე საბოლოო კონცეფცია, რომელიც უკვე იქნება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საფუძველი“, - აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი ელენე დარჯანია.

პროექტის ავტორები ამბობენ, რომ რომ კონცეფცია შეიძლება გამოყენებული იყოს საყრდენ დოკუმენტად სხვადასხვა საგრანტო განაცხადისა და საინვესტიციო პაკეტის შემუშავებისათვის, რადგან ის ხსნის ყველა იმ გარემოებას, რომელიც გავლენას ახდენს ქალაქის ტერიტორიაზე. ასევე, ის შესაძლოა გახდეს ქალაქის ბრენდის შემუშავების საფუძველი, რაც გაზრდის ქალაქის ცნობადობას ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობისას.

Read 310 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი