Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 01 მაისი 2019 13:56

გორის მუნიციპალიტეტი C ჰეპატიტის გამოვლენის ახალ კამპანიაში ჩაერთვება

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვილილების შეტანაზე საკრებულოს კომისიის სხდომაზე იმსჯელეს. 

ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელის, ზურაბ ყაჯრისშვილის თქმით, აღნიშნული ცვილება C ჰეპატიტთან ბრძოლის ახალ კამპანიაში ჩართვას გულისხმობს.

“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, გუბერნიასთან და მუნიციპალიტეტებთან ერთად, იწყებს ახალ კამპანიას C ჰეპატიტის გამოვლინებასთან დაკავშირებით, რისთვისას მუნიციპლაიტეტებს ორ-წლიანი სამოქმედო გეგმა აქვს. გორის მუნიციპალიტეტს მოუწევს 110 000 ლარის მობილიზება და ამ მიმართულებით დავიწყებთ აქტიურად მუშაობას“, -ამბობს ზურაბ ყაჯრიშვილი.

Read 962 times