Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 30 აპრილი 2019 15:09

უფლისციხის სასაფლაოზე მამა-შვილმა იჩხუბა

Rate this item
(0 votes)

უფლისციხის სასაფლაოზე, ოჯახის წევრებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, დაშავებული 28 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს.

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, მამა-შვილს შორის უთანხმოების მიზეზი ქონებრივი დავა გახდა, რაზეც საქმეს სასამართლოც განიხილავს. თანასოფლელელბის განმარტევბით, დაპირისპირება სასაფლაოზე სწორედ ამ საკითხის განხილვას მოჰყვა.

“გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მერაბ მაისურაძის განცხადებით, პაციენტს თავის ტვინის შერყევა აღენიშნება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე 1-ლი პრიმა მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს და ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Read 705 times