ენმ: ვითხოვთ, ლომჭაბუკის უსახელო სკვერს, ზვიად გამსახურდიას სახელი ეწოდოს

აპრილი 30 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბექა ქორჩილავამ გორის მუნიციპალიტეტის მერიას ახალი ინიციატივით მიმართა. 

პარტიაში თვლიან, რომ ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერი, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელს უნდა ატარებდეს. ოფიციალური სახით, აღნიშნული მიმართვა მერიაში დღეს შევიდა, კონსტანტინე თავზარაშვილი ოპოზიციის ახალ ინიციატივას ჯერ არ გამოხმაურებია. 

"ვითხოვთ უსახელო სკვერს ეწოდოს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის, პირველი  პრეზიდენტის, ეროვნულ-განმათავისუფლებებლი მოძრაობის ლიდერის, ღირსეული პატრიოტი მამულიშვილის, საზოგადო მოღვაწის, ზვიად გამსახურიდიას სახელი. ცოტა ხნის წინ, ბატონ კოტეს ინიციატივით მივმართეთ, მოეძიებინა ქუჩა ან სკვერი, რომელსაც მიენიჭებოდა გამსახურდიას სახელი, მაგრამ ყური არ შეიბერტყა არავინ, რადგან ვერ შეძლეს და არ შესწევთ ძალა ამ ადამიანებს, რომ საქმე გააკეთონ. ახლა უკვე ჩვენ გამზადებული მივაწოდეთ. ინიციატივა საკრებულოში უკვე დარეგისტრირებულია, იმედია პარტიული დირექტივებით არ იხელმძღვანელებს "ქართული ოცნება" და უსახელო სკვერს მიანიჭებს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელს."-აღნიშნა ბექა ქორჩილავამ. 

Read 363 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი