Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 26 თებერვალი 2018 14:28

მერიამ 21 ტენდერზე 7 მილიონამდე ლარი გამოყო

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიას ამ დროისთვის 21 ტენდერი აქვს გამოცხადებული, რომელთა სავარაუდო ღირებულება 6 757 888 ლარს აღწევს, - ეს ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის მერმა გორის დემოკრატიის სკოლაში მუშაობის 100 დღიანი ანგარიშის წარდგენისას გააჟღერა.

,,ჯამური ღირებულებით, 595 746 ლარი გაფორმებული ხელშეკრულებებიდან მიღებული ეკონომია 21 280 ლარს შეადგენს. ამ დროისთვის 14 მიმდინარე, 1 კი შეწყვეტილი ტენდერი გვაქვს“, - განაცხადა ქალაქის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.


როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი მერიას 6 კონსოლიდირებული ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომელთა ღირებულება ჯამში 197 248 ლარია გამარტივებული შესყიდვით კი მერიას 18 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. მათი საერთო ღირებულება 300 024 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი შეხვედრის ინიციატორია აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD).

Read 1859 times Last modified on ორშაბათი, 26 თებერვალი 2018 15:13